|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით წიტაიშვილი "ბაგა-ბაღების გაერთიანების" უფროსად დაინიშნა

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ  ააიპი "ბაგა-ბაღების გაერთიანების" ახალი ხელმძღვანელი წარადგინა.

აღნიშნული პოსტი ა.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, დავით წიტაიშვილმა ჩაიბარა. ქალაქის მერმა ააიპის ყოფილ ხელმძღვანელს, ნანა ლორთქიფანიძეს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის.

"ბაგა-ბაღების გაერთიანების" ახალი ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის განცხადებით, მისი მთავარი პრიორიტეტი ბავშვებისთვის შესაფერი და მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა იქნება. მისივე თქმით, აუცილებელია ბაღებში პატარებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა მათი სამომავლო განვითარებისთვის.

დავით წიტაიშვილი ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოში "ბურჯანაძე-დემოკრატებს" წარმოადგენდა, თუმცა თვითმმართველობის არჩევნების წინ მან პარტია დატოვა და მხარი "ქართული ოცნების"  მერობის კანდიდატს გიორგი ჭიღვარიას დაუჭირა.

 

დავით წიტაიშვილმა გუნდთან ერთად ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვა

„ჯერჯერობით ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას" -ააიპების ხელმძღვანელები

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა