|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ვენის მიმართულებით დაემატება

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავსტრიაში, ვენის მიმართულებითაც ფრენებს იწყებს.
 „ვიზეარის“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გაგანთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ ვენის აეროპორტში ახალი ბაზა გახსნა და შესაბამისად, 17 ახალი მიმართულებით იწყებს ფრენებს, მათ შორისაა ქუთაისი.
 

”ვიზეარის” საიტზე ქუთაისი-ვენის ავიაბილეთების შეძენა 2018 წლის 15 ნოემბრიდანაა შესაძლებელი.
 
ფრენები კვირაში 3 სიხშირით: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ქუთაისიდან 19 მიმართულებით ფრენები ხორციელდება და ვენა მეოცე იქნება.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა