|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

 “ვიზეარის” პრეზიდენტის ჯოზეფ ბარადის  ინფორმაციით,  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებიდან ექვს თვეში ავიაკომპანია “ვიზეარი” 100 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა.
2017 წლის პირველი კვარტლის შედეგებით, ავიაკომპანიამ 200%-იანი ზრდა დააფიქსირა 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით. მთლიანობაში 2016 წელს საქართველოში 168 ათასზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა “ვიზეარის” მომსახურებით.
მანვე საქართველოს ბაზარზე კომპანიის წილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი წლის შემდეგ “ვიზეარი” საქართველოში ლიდერი იქნება.

ამასთან, ცნობილია, რომ ქუთაისიდან ლონდონის მიმართულებით ახალ რეისს ავიაკომპანია 18 ივნისს შეასრულებს.
ავიაკომპანია “ვიზეარის” პირველი ავიარეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2012 წლის სექტემბერში შესრულდა. გასული წლის 23 სექტემბერს კი ქუთაისში ავიაკომპანიის 25-ე ბაზა გაიხსნა.

ავტორი: ნიუპრესი