|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი რეისი დღეს შესრულდა. რეისი ავიაკომპანია “ვიზეარმა” განახორციელა, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ევროპის მიმართულებით ფრენებს 2012 წლიდან ასრულებს.

ლონდონის რეისის ერთ-ერთი პირველი მგზავრი ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ქუთაისთან დამეგობრებულ ქალაქ ნიუპორტში გაემგზავრნენ.

საზეიმო ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრო. როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, აღნიშნული რეისი საგრძნობლად გაზრდის ტურისტების ნაკადს. მაისში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადის 80 %-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ავტორი: ნიუპრესი