|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის მშებებლობისათვის 30 მილიონი ლარი დაიხარჯება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 2017 წელს ახალი ტერმინალი და ბილიკი დაემატება.  ამისთვის ხელისუფლება 30 მილიონ ლარს დახარჯავს.

თანხა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ეკონომიკის სამინისტროსთვის არის გამოყოფილი. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 270 მილიონი ლარით იზრდება, რომელშიც აეროპორტში ტერმინალის  მშენებლობის თანხაც შედის.

შეგახსენებთ, რომ შესაძლოა, ქუთაისის აეროპორტი და თბილისის რკინიგზის სადგური ერთმანეთს სარკინიგზო ხაზით დაუკავშირდნენ. თბილისის რკინიგზის სადგურიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტამდე სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი წლის ბოლოსთვის იქნება მომზადებული. დოკუმენტი, რომელზეც Deutsche Bahn მუშაობს, გადაწყვეტს არის თუ არა ეკონომიკურად გამართლებული თბილისის რკინიგზის სადგურის ქუთაისის აეროპორტთან სარკინიგზო ხაზით დაკავშირება. შესაბამისად, ამის მერე გაირკვევა პროექტის განხორციელების ვადები და საინვესტიციო ღირებულება.

 

წყარო: BUSINESS CONTRAQT

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა