|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრენილი 20 წლის გოგო ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ქუთაისის აეროპორტიდან ინფექციურ ცენტრში გადაყვანილი მგზავრი კლინიკა რჩება. საქართველოს მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკა "ელ ჯი და კომპანიაში" დღის მეორე ნახევარში შეიყვანა.

კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, მათთან აეროპორტიდან შეყვანილია 20 წლის გოგო, რომელიც იტალიიდან ჩამოფრინდა და ქონდა ტემპერატურა 37,8.  ის გადაყვანია ბოქსირებულ პალატაში.

"შემოყვანილია პაციენტი 20 წლის, იტალიიდან ჩამოვიდა სიცხე დაუფიქსირდა 37,8. მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში. უტარდება მკურნალობა, ემსახურება სპეციალურად აღჭურვილი მედპერსონალი. კორონა ვირუსზე ანალოზი ჯერ არ ჩატარებია, ჯანდაცის ცენტრთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში,  ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავება. მდგომარეობა სტაბოლურია, ტემპერატურამ დაიკლო, რჩება კლინიკაში"- განაცხადა თემურ ნადირაძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა