|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტში მგზვართა ნაწილი სამგზავრო ბილეთით დასაჩუქრდა

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი რეისი 05:45 საათზე, ბუდაპეშტის მიმართულებით შესრულდა. მეორე რეისი კი 06:00 სთ-ზე სალონიკის მიმართულებით განხორციელდა.

პირველ რეისზე რეგისტრაცია 176 მგზავრმა გაირა. მგზვართა ნაწილს საჩუქრად სამგზავრო ბილეთი გადაეცა.

აეროპორტში დამატებითი სარეგისტრაციო დახლები განალაგეს, ასევე რიგის მომწესრიგებელი დამატებითი პროცედურები ამოქმედდა. დღის მანძილზე კიდევ ორი რეისი 12:35 სთ-ზე ლარნაკას, ხოლო 21:55 სთ-ზე ვარშავას მიმართულებით შესრულდება. 

მგზავრთა ნაკადის ზრდის გამო, იგეგმება ქუთაისის აეროპორტის გაფართოება. 

მოქალაქები დადებითად აფასებენ უვიზოდ მიმოსვლას და თანამოქალაქეებს ვალდებულებების დაცვისაკენ მოუწოდებენ. 

უვიზო მიმოსვლა 28 მარტის დადგომისთანავე შევიდა ძალაში.

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლას 180 დღიდან 90 დღის განმავლობაში შეძლებენ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა