|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის არჩეული მერის ლეგიტიმურობის საკითხი დგება"- გიგა შუშანია

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გიგა შიშანიას განცხადებით, ქუთაისის არჩეული მერის ლეგიტიმურობის საკითხი ბუნებრივად დგება დღის წესრიგში.

"ასეთი ცარიელი უბნები 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს საარჩევნო ისტორიის განმავლობაში. მაშინაც ედუარდ შევარდნაძეს და მის გაყალბებულ არჩევნებს უარი უთხრა ამომრჩეველმა და ისე, როგორც დღეს, კარუსელებით, საჯარო მოხელეების დაშინებით და სხვადასხვა მანიპულაციებით შეძლო ამ მონაცემზე გასვლა. როდესაც ამომრჩევლის 82% უნდობლობას გიცხადებს და არ მოდის არჩევნებზე და იძულებით მიყვანილი ადამიანებიდან 3000 იმ კანდიდატს მისცემს ხმას, რომელიც არ მონაწილეობს არჩევნებში, არჩეული მერის ლეგიტიმურობის საკითხი ბუნებრივად დგება დღის წესრიგში"-აცხადებს გიოგა შუშანია.

შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ქუთაისში რეგისტრირებული ამომრჩეველის 18 პროცენტი მივიდა, საიდანაც ბოიკოტის რეჟიმის მიუხედავად, 12,45 (3307ხმა) პროცენტმა ხმა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს მისცა. ქართულმა ოცნებამ 87,55 % (23262 ხმა) მიიღო.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა