|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ავტოსადგურზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ჯერჯერობით მოძრაობს

ქუთაისის ავტოსადგურზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ჯერჯერობით მოძრაობს. მძღოლების თქმით, ისინი ამ დრომდე დადგენილების თანახმად მუშაობდნენ, რომლის თანახმადაც, ტრანსპორტის მოძრაობის ინტერვალი გაზრდილი, ხოლო მგზავრების რაოდენობა შემცირებული იყო.

მათი ინფორმაციით, ახალი რეკომენდაციები ჯერ არ მიუღიათ და თუ მათ ტრანსპორტის სრულად გაჩერებას მოთხოვენ, ამ რეკომენდაციებს დაემორჩილებიათ.

მათივე ინფორმაციით, მგზავრების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. მოქალაქეები ახალ გადაწყვეტილებას, ტრანსპორტის შემთავრობის სრულად გაჩერებასთან დაკავშირებით, მიესალმებიან, თუმცა აცხადებენ, რომ იზოლაციაში დარჩენილ მოქალაქეებს მთავრობის დახმარება დასჭირდებათ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 მარტს, 00:00 საათიდან, საქართველოს მასშტაბით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა