|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბიუჯეტმა მორიგი ცვლილება განიცადა

ქუთაისის საკრებულომ მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2016 წლის ბიუჯეტში შევიდა.

ცვლილება მსგავსად წინა ცვლილებებისა ტენდერების ეკონომიებით შესრულდა.

ვიცე-მერის კონსტანტინე ქავთარაძის განცხადებით, 105 000 ლარი საკალათბურთო კლუბ "ქუთაისი 2010“-ს გადაეცა. საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" – 279 000 ლარი, 210 000 ლარი დაემატა სპორტულ დაწესებულებათა ააიპს, 70 000 ლარი დაემატება კულტურის ააიპს. 5000 ლარი დაერიცხება თოჯინების თეატრს, მერიის გადაწყვეტილებით, 10 000 ლარი დაერიცხება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს, რომელიც ააიპის სახით მუშაობას წლის ბოლოდან შეუდგება.

2016 წლის ბიუჯეტში მეშვიდე ცვლილება შევიდა. ბიუჯეტი ამ დროისთვის 74 200 800 ლარით განისაზღვრა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა