|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრალურ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

"ენერგო პრო ჯორჯიას ქუთაისის წარმომადგენლობა  მოსალოდნელი გათიშვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

 "29 მაისს, კვირას, მაღალი ძაბვის ქვესადგურში "ქუთაისი 2" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება . ქუთაისის ცენტრს და მიმდებარე უბნებსკერძოდ,  შოთა რუსთაველის, აკაკი წერეთლის, თამარ მეფის, თბილისის, კოსტავას, გელათის, ფალიაშვილის, გ. ტაბიძის, ლერმონტოვის,გოგებაშვილის, პუშკინის, გრიშაშვილის, დუმბაძის, ასათიანის და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ აბონეტებს და აქ არსებულ დაწესებულებებს, მათ შორის სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებს. საერთო ჯამში, დაახლოებით 8 400 აბონენტს.

 აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით მსგავს ღონისძიებებს ენერგოკომპანია პერიოდულად ატარებსყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში.  დაგეგმილი სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

 ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება  ხონსა და სამტრედიაშიც. რისი მიზეზიც   30 მაისს (გამთენიისას) 02:00-დან 06:00 საათამდე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების „სანავარდო-1“ და „სანავარდო-2“ გამორთვაა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა