|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ციხესთან ადვოკატმა შიმშილობა დაიწყო

ქუთაისის ციხესთან ადვოკატი შიმშილობს. ირინა საღინაძე პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტორების შემოწმების წესს აპროტესტებს.

მისი განცხადებით, ციხეში შესვლის დროს ადვოკატებისაგან ფეხზე გახდას ითხოვენ და მათ ხელით ეხებიან, რაც ჩხრეკას ნიშნავს.

ალტერნატიული წესი სკანერის აპარატით შემოწმებას ითვალისწინებს, რაც ადვოკატის თქმით, ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ირინა საღინაძე მეტალოდეტექტორით შემოწმების წესის დაბრუნებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში,  შიმშილობას არ შეწყვეტს.

ადვოკატი საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, პენიტენციური დეპარტამენტის უფროსს გიორგი პატარიძესა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს დავით ასათიანს აკისრებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი