|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცხელების ცენტრში 4 პაციენტის ანალიზის შედეგებს ელოდებიან

ქუთაისის ცხელების ცენტრში ამ დროისათვის 4 პაციენტის ანალიზის შედეგებს ელოდებიან. ცენტრის მენეჯერის არჩილ მუკბანიანის განცხადებით, ცენტრს გახსნიდან დღემდე უკვე ასზე მეტმა პაციენტმა მიმართა. აქედან  ორ პაციენტს COVID 19 დაუდასტურდა, რომლებიც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

"ჩვენი დაწესებულება  არ არის განკუთვნილი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ. აქ ხდება ცხელების ტრიაჟი. დადასტურებული დიაგნოზის შემთხვევაში პაციენტი გადაგვყავს სპეციალიზირებულ დაწესებულებაში. 2 პაციენტი უკვე გადაყვანილია ქუთაისის ინფეცქციურ საავადმყოფოში.  დღეს 4 პაციენტის ანალიზის შედეგს ველოდებით", -განაცხადა არჩილ მუკბანიანმა.  

 მისი თქმით, 63 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, ცხელების ცენტრში თვითდინებით შემოვიდა, მას არც მოგზაურობის ისტორია აქვს და შესაბამისად, კარანტინში არ იმყოფებოდა.  მის კონტაქტებს ინფექციონისტები ადგენენ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ცხელების ცენტრს 20-მდე პაციენტმა მიმართა.   

 ქუთაისში ცხელების ცენტრი რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე