|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კალაძის ნათესავი თანამშრომლებს დანით ემუქრებოდა"

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია  ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორს უპირისპირდება. წულაიას განცხადებით, ქუთაისის განათლების რესურსცენტრის დირექტორი ბადრი ვაშაკიძე თანამშრომლებს დანით ემუქრებოდა, რის გამოც პროკურატურაში ხელწერილი აქვს დაწერილი.

"პროკურატურიდან მაქვს ინფორმაცია, რომ ბადრი ვაშაკიძე თანამშრომელბს ემუქრებოდა. ვინც მის სურვილს არ შეასრულებდა დანით აშინებდა, რის გამოც მასზე საქმე აღიძრა და ხელწერილი დააწერინეს, რომ მსგავს ქმედებას აღარ გაიმეორებდა. ჯეჯელავა "კომბლეში" რომ ეძებს დამნაშავეს, აგერ არის ვაშაკიძე. კახა კალაძის ნათესავია და ამიტომ არის თანამდებობაზე. მინდა ვკითხო კალაძეს, რა დაუშავა ამ ქალაქმა ასეთი, თუ ძალიან უნდა, გადაიყვანოს ენერგეტიკის სამინისტროში?"-განაცხადა გოგი წულაიამ.

ის ვაშაკიძის მიერ სახელმწიფო ქონების განადგურების შესახებაც საუბრობს. წულაიას მტკიცებით, განადგურდა წიგნები და ავტომობილი.

"ადრეც გვქონდა პროტესტი, რომ სახელმწიფო ქონებას არასწორად იყენებდა, ამის შემდეგ მან ისევ გააგრძელა დაუდევრობა. სამსახური ახალ შენობაში გადავიდა, თუმცა ძველი ადგილსამყოფელი # 2 საჯარო სკოლის ნაწილი იანვრის შემდეგ ამ დრომდე არ დაუცლია.  გვაქვს ფოტოები, თუ როგორ ეყარა 30 000 ლარის წიგნები იატაკზე, რომელიც შემდეგ გადაყარა. ასევე  ავტომანქანა მეათე საჯარო სკოლის ეზოშია მიტოვებული და ყურადღებას არ აქცევს", -განაცხადა გოგი წულაიამ.

 ბრალდებას უარყოფს ბადრი ვაშაკიძე. მისი თქმით, გამოძიება წულაიას ნათესავ ქალბატონზე დაიწყო, რომელიც მასთან მუშაობს.

"ყველაფერი არის ტყუილი. წიგნები, რომლის შესახებაც საუბრობს,  მის ნათესავს ქონდა ჩაბარებული. ყალბი ცნობები ქონდა ამ ქალს, ცდილობდა თანხების მიღებას.  მე მივმართე პროკურატურას დაეწყო გამოძიება, რადგან იყო დანაშაულის ნიშნები, რაც ჯერ არ დასრულებულა. ეს ქალი ისევ ჩემი თანამშრომელია და ველოდები პროკურატურის პასუხს. ბევრ დანაშაულს ჩადის და როდესაც მისი საქმე ცუდად მიდის, ცრუ ინფორმაციებით მიმართავს წულაიას. მანქანა, რომლის შესახებაც საუბრობს, გაფუჭებულია და ვერ კეთდება. როგორ მოვიქცე? ასევე ტყუილია თითქოს დანა მქონდა და თანამშრომლებს ვაშინდებდი, დანა რად მინდა? წულიას რომ ვნახავ, ჯანმრთელობის ცნობა უნდა გამოვართვა", -განაცხადა რესურსცენტრის დირექტორმა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა