|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი დაემატა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ორ პაციენტი დაემატა. პაციენტები კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით გუშინ შევიდნენ.

ექიმ თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ერთი მათგანი ინფიცირებული პაციენტის კონტაქტია. მეორე კი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მცხოვრები, რომელსაც მოგზაურობის ისტორია არ აქვს. სავარაუდოდ, ეს შიდა გავრცელების შემთხვევაა. ინფიცირების წყარო უცნობია.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში რვა პაციენტი მკურნალობს. აქედან სამის ინფიცირების პირველწყარო უცნობია, ეპიდემიოლოგები სამივე შემთხვევას და მათ კონტაქტებს იკვლევენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი