|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 5 წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 5 წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ანალიზის პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

სამედიცინო დაწესებულებაში ამ ეტაპზე გამოსაკვლევი პაციენტები არ ჰყავთ. ექიმის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეში მათ დახმარებას ცხელების ცენტრი უწევს. ინფექციური საავადმყოფო კი მხოლოდ პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.

ინფექციურში კორონავირუსის დიაგნოზით ამ ეტაპზე 6 პაციენტი წევს. ორის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, ორის საშუალო სიმძიმისაა, ხოლო ორი პაციენტისათვის გამოჯანმრთელებაზე ჩატარებულმა საკონტროლო ტესტმა ვირუსის არსებობა კვლავ დაადასტურა, რის გამოც პაციენტები კლინიკაში დარჩებიან და მკურნალობას გააგრძელებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა