|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურში 8 კოვიდინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა 8 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადაიყვანა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტების ნაწილი ქუთაისიდან, ნაწილი კი აჭარიდან არის.

"24 საათის განმავლობაში მივიღეთ 8 კოვიდდადებითი პაციენტი, ახალი პაციენტებიდან ნაწილი აჭარის, ნაწილი ქუთაისის კლასტერია. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა", - განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისივე ინფორმაციით, მედიკოსებმა კიდევ ორი პაციენტი გამოაჯანმრთელეს. ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ.

ქუთაისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში, ამ დროისთვის 55 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობას, ხოლი 103-მა ვირუსი დაამარცხა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა