|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში სასწავლო სახელოსნო იხსნება

ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ახალ პროექტს იწყებს.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება სახელოსნო, სადაც ტიხრული მინანქრის შესწავლა მოხდება. სახელოსნო მუზეუმის ერთ-ერთ კორპუსში განთავსდება.  

მუზეუმის ადამიანური რესურსებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ნონა ქარციძის განცხადებით, მუზეუმი მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებისთვისაც აცხადებს მიღებას. პირველი ოთხი მსურველი სწავლასთან ერთად 30%-იან ფასდაკლებას  მიიღებს და მასწავლებლად დაინიშნება. დანარჩენებს, სურვილის შემთხვევაში, ეძლევათ შესაძლებლობა, ადგილზე გააგრძელონ მუშაობა. მოსწავლეები ყველა საჭირო ინსტრუმენტით და მასალით უზრუნველყოფილები იქნებიან. სწავლის დასრულების შემდეგ კი მათ  სერთიფიკატები გადაეცემათ.

პროექტი კომპანიასთან „ლეგენა“ თანამშრომლობით ხორციელდება. მოსწავლეები  ნამუშევრებს არქეოლოგიური ექსპედიციების დროს მოძიებული ექსპონატების მიხედვით შექმნიან. მოხდება ნაშრომების გამოფენა - გაყიდვა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა