|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრებულომ მუშაობა აქციის ფონზე დაიწყო [VIDEO]

ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრებულომ მუშაობა აქციის ფონზე დაიწყო.

"ნაციონალური მოძრაობის" წვევრებმა არჩევნების შედეგები მერიასთან გააპროტესტეს.

ნიკა ნარსიას განცხადებით, ქუთაის ყავს არალეგიტიმური მერი, რომელსაც მხარი მხოლოდ მოსახლეობის 18-მა პროცენტმა დაუჭირა.

აქციის მონაწილეებმა მერიის შესასვლელში სხვადასხვა პლაკატები გააკრეს, მათ შორის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების გამოსახულებით,  რომლებმაც, მათი თქმით,  არჩევნები გააყალბეს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, დღეს ისინი საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს.

ნიკა ლატარიას განცხადებით, ნარსიას პრეტენზია საკრებულოს სხდომაზე არ შეშვებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, რადგან საშვები ადგილების არარსებობის გამო არ გაიცა.

 

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა