|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია 50 000 საინფორმაციო გაზეთს ბეჭდავს

ქუთაისის მერია 50 000 საინფორმაციო გაზეთს ბეჭდავს. გაზეთი მერიის მიერ შესრულებული სამუშაოების საზოგადოებისათვის გაცნობას ისახავს მიზნად, რისთვისაც 35 ათას ლარს დახარჯავს.

 მიმწოდებელი ვალდებულია, განახორციელოს საინფორმაციო გაზეთების ბეჭდვითი მომსახურება.
გაზეთები  უნდა იყოს ხარისხობრივად უნაკლო. ხარვეზის შემთხვევაში გაწეული მომსახურება არ იქნება მიღებული.  „შემსყიდველი“-ს მიერ და გაზეთის დიზაინი უნდა შეთანხმდეს „შემსყიდველთან“ .
გაზეთები  ხელშეკრულების დადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა დაიბეჭდოს.

როგორც მერიაში განმარტავენ, გაზეთის საშუალებით, მოსახლეობას მერიის სამსახურების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ეცნობა, გაზეთი ყოველწლიურ სახეს ატარებს.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შინააარსის გაზეთი მერიამ გასულ წელსაც დაბეჭდა, რის ფარგლებშიც საზოგადეოებას მერიის მიერ განხორციელებული პროექტების ანგარიში წარედგინა.

 

ამ თემაზე: ქუთაისის მერია სამახსოვრო გაზეთისთვის 15 000 ლარს დახარჯავს

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა