|
  • EUR 1 = GEL 2.998
  • USD 1 = GEL 2.5405
|

ქუთაისში 8 ქუჩის ორმოული შეკეთება იგეგმება

ქუთაისის მერია ორმოული შეკეთებისთვის 600 ათას ლარიან ტენდერს აცხადებს.

აღნიშნული თანხით რვა ქუჩის შეკეთება იგეგმება. კერძოდ, აღმაშენებლის გამზირის, ლესელიძის, თბილისის, 26 მაისის, კლდიაშვილის, კოსტავას, გუგუნავას და მელიქიშვილის ქუჩების ბეტონით მიმდინარე შეკეთების სამუშაოები.

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების 2017 წლის დეკემბრამდე განახორციელოს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი