|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია რეგიონული განვითარების ფონდიდან 33 მილიონს ითხოვს

ქუთაისის საკრებულომ მხარი დაუჭირა 2017 წლის ბიუჯეტში შესულ ცვლილებას, რომლის თანახმადაც ბიუჯეტი 2 000 360 ლარით გაიზარდა.

ქუთაისის ვიცე-მერის კონსტანტინე ქავთარაძის განცხადებით, რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში სამუშაოები დასრულდა დეკემბერში, თუმცა მიღება-ჩაბარებისათვის საჭირო იყო საბოლო დასკვნა, რის გამოც მოხდა აღნიშნული თანხის 2017 წლის ბიუჯეტში ასახვა, რომ მოხდეს შესრულებული სამუშაოებზე თანხის გაცემა.

რაც შეეხება მიმდინარე წელს,  ქუთაისის მერიამ რეგიონული განვითარების ფონდს 33 მილიონის პროექტები გადაუგზავნა.

„ვითხოვთ მაქსიმალურს... 33 მილიონს ვერ მივიღებთ, თუმცა ვცდილობთ ორივე ეტაპზე, რაც შეიძლება მეტი მივიღოთ რეგიონული განვითარების ფონდიდან“, -განაცხადა კონსტანტინე ქავთარაძემ.

მთავრობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანხებს იანვარში დაამტკიცებს.

ამ დროისთვის ქუთაისის ბიუჯეტი 53 572 836 ლარია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა