|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესაქმნელად კონკურსს აცხადებს

ქუთაისის მერია ტურისტული ლოგოსა და სლოგანისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსი მესამედ ტარდება,  პირველ ორ მცდელობაზე გამარჯვებული არ გამოვლინდა.

მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის პაატა კლდიაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე დაინტერესებული პირებისთვის კარგი მოტივატორი ის თანხებია, რასაც მერია გამარჯვებულს გადასცემს.

ლოგოს დიზაინისთვის გამარჯვებული 5000, სლოგანის დიზაინისათვის გამარჯვებული კი 1000 ლარით დასაჩუქრება. თანხები წინა კონკურსთან შედარებით გაორმაგებულია.

18 წლის ზემოთ მოქალაქეებს ნამუშევრების გაგზავნა შეუძიათ ელექტორნულ მისამართზე: TOURISM@KUTAISI.GOV. GE ან ფოსტით. ნამუშევრები მიიღება 19 სექტემბრამდე მოხდება.

გამარჯვებული ერთი თვის ვადაში გახდება ცნობილი. მას  სპეციალური კომისია გამოავლენს, რომლის თავმჯდომარეც ქალაქის მერი შოთა მურღულია იქნება. კომისიაში თვითმმართველობის და სხვადასხვა სფერო წარმომადგენლები არიან.

შერჩეული ლოგოების და სლოგანების გამოვლენაში მონაწილეობას მიიღებენ მოქალაქეები, მათ ნამუშევრების ნახვა მერიის ოფიციალურ გვერდზე შეეძლებათ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი