|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია Wizz Air-ის ჟურნალში 6 500 ევროს ღირებულების რეკლამას განათავსებს

ქუთაისის მერია  Wizz Air-ის საბორტო ჟურნალში 6 500 ევროს ღირებულების რეკლამას განათავსებს.

როგორც ხელშეკრულებაში წერია კომპანია Wizz Air-მა  ორი თვის განმავლობაში, აგვისტო-სექტემბერში  საბორტო ჟურნალში უნდა განათავსოს ქუთაისის მერიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქის პოპულარიზაციისთვის და ტურისტების მოსაზიდად კომპანიის ჟურნალში დაიბეჭდება ინფორმაცია ქუთაისის შესახებ, თავისი ფოტო მასალით. 

აღნიშნული მომსახურეობით ადგილობრივმა თვითმმართველობამ გასულ წელსაც ისარგებლა. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა