|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის ხელისუფლება წასასვლელად ემზადება, ამიტომ ასხვისებს ქალაქის ქონებას"

ქუთაისში საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ბესო ბრეგაძემ ქონების გასხვისების საკითხი გააპროტესტა.  მისი თქმით, შთაბეჭდილება რჩება, რომ  ქუთაისის მერია ხელისუფლებიდან წასასვლელად ემზადება, რის გამოც ასხვისებენ ასე მასშტაბურად ქონებებს.

დეპუტატმა ასევე  ალოგიკურად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მერია პანტომიმას თეატრს თანხას ახდევინებს, ხოლო "ტორპედოს" უსასყიდლოდ აძლევს ადგილს.

"ნამდვილად ალოგიკური, როდესაც პანტომიმის თეატრს უზუფრუქტით გადაცეს ქონება, ხოლო ტორპედოს უსასყიდლოდ. მე ვერ ვხდები უბრალოდ რა ლოგიკა ჩადებული ამ ყოველივეში. დღეს საკრებულოს სხდომაზე მხოლოდ ქონების გასხვისებისა და სახელმწიფოზე გადაცემის საკითხები განიხილებოდა, რაზეც "ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებდნენ. 9 წლის განმავლობაში გვეძახდნენ, რომ არასწორად ვიქცეოდით. ხელისუფლებას სხვა მნიშვნელოვანი საქმე თუ არ აქვს არ ვიცი, რაღაც სხვა შთაბეჭდილება მრჩება, მგონია, ქუთაისის მერია ხელისუფლებიდან წასასვლელად ემზადება, რის გამოც ასხვისებენ ასე მასშტაბურად ქონებებს",-აცხადებს ბრეგაძე. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქის მერმა განაცხადა, რომ პანტომიმის თეატრს და ტორპედოს ქონება 2 წლის ვადით უსასყიდლოდ გადაეცემათ და რომ ორივე თანაბარ პირობებში იმყოფებიან. 

 

მსგავსი: რატომ გაიყიდა "მწერალთა სახლი" სხვა ობიექტთან ერთად 1 400 640 ლარად?

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა