|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია ხუთშვილიან ოჯახს ერთჯერადად დაეხმარება

ქუთაისის მერია მოშიმშილე მრავალშვილიანი დედის მოთხოვნას ეხმაურება. მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ნანა დეისაძე ბათუმშია რეგისტრირებული და რომ მის მოთხოვნას მერია ვერ დააკმაყოფილებს.

„ქუთაისის მერიის წინ უკვე მეორე დღეა შიმშილობს მრავალშვილიანი დედა. როგორც ირკვევა, ნანა დეისაძემ იპოთეკით დატვირთა მშობლების ბინა ქუთაისში. ვალის გადაუხდელობის გამო ის ბინიდან გამოასახლეს. ასევე ირკვევა, რომ მრავალშვილიანი ქალბატონი ქალაქ ბათუმშია რეგისტრირებული და იქ სარგებლობს შესაბამისი სოციალური დახმარებით. ნანა დეისაძე ითხოვს მისი მშობლების ბინასთან დაკავშირებით საქმის დროულ გამოძიებას. გვინდა აღვნიშნოთ, რომ სამართალწარმოება აღნიშნულ საკითხზე მერიის კომპეტენცია არ არის. ჩვენის მხრიდან მისი ოჯახის წევრს, რა თქმა უნდა, იმას, ვინც ქუთაისშია რეგისტრირებული, გაეწევა ერთჯერადი მატერიალური დახმარება, რათა არსებული პრობლემის დროებით გადაჭრა მოხდეს“, -წერია განცხადებაში.

თვითმმართველობაში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოგი წულაიას განცხადებასაც ეხმაურებიან  და აცხადებენ, რომ მრავალშვილიანი დედის საკითხი არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკური პარტიების სპეკულირების თემა.

„მერიის კომპეტენციას სცდება იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემის სამართლებრივი გამოძიება. ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მერიას 2017 წლისთვის ექნება სოციალური საცხოვრისი, რომლის მშენებლობაც ახლა მიმდინარეობს და შესაძლებელი იქნება ქუთაისში რეგისტრირებული 50 ოჯახის ფართით დაკმაყოფილება. შენობის დასრულების შემდეგ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული კომისია შეარჩევს იმ ოჯახებს ვისაც, თავშესაფარი არ აქვთ ქალაქში. ქუთაისი პირველი თვითმმართველობაა, რომელიც ასეთ პროექტს ახორციელებს“,-აცხადებენ თვითმმართველოვაში.

მეორე დღეა მერიის წინ ნანა დეისაძე შიმშილობს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა