ქუთაისის მერიამ კომპიუტერული მოწყობილობებისთვის 143 273 ლარი გამოყო
ქუთაისის მერიამ კომპიუტერული მომსახურეობისთვის 143 273 ლარი გამოყო. მომსახურეობას შპს „იუ-ჯი-თი“ და ინდ. მეწარმე გიორგი კანდელაკი მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფენ. კონსოლიდირებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარებისთვის 117 135 ლარიანი ხელშეკრულება შპს „იუ-ჯი-თი“-სთან გააფორმა, ხოლო აღნიშნული მომსახურეობისთვის ინდ. მეწარმე გიორგი კანდელაკთან 26 138 ათასი ლარი გამოყო.
„მიმწოდებლებმა“ ქუთაისის მერია მთელი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს შემდეგი მოწყობილობებითა და აქსესუარებით:
უწყვეტი კვების წყარო, რაოდენობა 1 ცალი, ღიებულება 7079 ლარი. პრინტერი 1ცალი და 2 ორიგინალი კატრიჯი, ღიებულება 24 257ლარი, ქაღალდი 3 750 შეკვრა, ღირებულება 26 138 ლარი, პერსონალური კომპიუტერი 40 ცალი ღირებულება 45 480 ლარი ლეპტოპი 32 ცალი, ღირებულება 40 319.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი