|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ კომპანიას 53 091 ლარი არ გადაურიცხა

ქუთაისის მერიამ მის მიერ დაქირავებული კომპანია "გზა 21" დააჯარიმა, რისი მიზეზიც კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების არასრულად და ვადაგადაცილებით შესრულება გახდა. როგორც ქუთაისის ვიცე–მერმა, ნოდარ მიქიაშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, კომპანია სამუშაოებს ყაზბეგის ქუჩაზე რამდენიმე თვის მანძილზე ასრულებდა. დარღვევევბის გამო კომპანიას 53 051 ლარი არ გადაერიცხა. 

ყაზბეგის ქუჩის გრანიტის ფილებით მოპირკეთებითი სამუშაოებს გამარჯვებული კომპანია ასრულდებდა,  აღნიშნული ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 533 112 ლარს. შ.პს. ,,გზა 21"-მა სამუშაოების შესრულება ვერ განახორციელა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად და მას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა ჯარიმა 0.1%-ის ოდენობით, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 43183 ლარი.

ასევე ორგანიზაციას ხელშეკრულების შესაბამისად დაუკავდა ორი წლის საგარანტიო ვადისათვის განკუთვნილი თანხა 9 908 ლარის ოდენობით, სულ საერთო ჯამში ორგანიზაციას ბიუჯეტის სასარგებლოდ დაუკავდა 53 091 ლარი",–განაცხადა მიქიაშვილმა.

                       

მიქიაშვილის განცხადებით, არაკეთილსინდისიერი შემსრულებელი  ფირმა შესყიდვების სააგენტოს მიერ შეყვანილი იქნა შავ სიაში. დღეისათვის ორგანიზაციას, ქუჩაზე წარმოქმნილი ხარვეზების გამო, გაეგზავნა წერილი ხარვეზების აღმოფხვრის მოთხოვნით, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში მას არ დაუბრუნდება დაკავებული თანხა, რაც თავის მხრივ, ახალი ტენდერის საფუძველზე გამოყენებული იქნება ქუჩაზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრისათვის.

ვიცე–მერი ასევე აღნიშნავს, რომ   2016 წლიდან მოხდება ყველა პროექტის მკცარი კონტროლი, რომ სამუშაოები დროულად  და ხარისხიანად  შესრულდეს, რაც ყოველდღიურად გაკონტროლდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინსპექტირების ჯგუფების მიერ.

 კომპანიას პრობლემები მუშებთანაც ქონდათ. თანხის დაგვიანების გამო სამუშაოები მშენებლებმა რამდენჯერმე მიატოვეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა