|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერიამ წელს მილიონზე მეტი ღირებულების ქონება გაყიდა"

ქალაქის  საკრებულომ  2016 წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხი განიხილა, რომელიც  მერის მოადგილემ კოტე ქავთარაძემ წარადგინა.  მისი თქმით, გასული წლის ბიუჯეტი როგორც ხარჯვით, ასევე შემოსულობის მხრივ შესრულებულია. მცირედი დარღვევა მოხდა  მხოლოდ პრივატიზების გეგმის მხრივ. რაც მერის მოადგილემ იმით ახსნა, რომ წლის ბოლოს გაყიდული მნიშვნელოვაბი ობიექტების თანხა 2017 ბიუჯეტში აისახა. მისი თქმით, ქუთაისის მერიამ წელს მილიონზე მეტი ღირებულების ქონება გაყიდა.

ბიუჯეტის შესრულებას და მერიის პრიორიტეტებთან დაკავშირებით შენიშვნა გამოთქვა საკრებულოს დეპუტატმა ნატო ქათამაძემ. მისი თქმით, მერიას არ ქონდა პრიორიტეტები სწორად განსაზღვრული და თანხების მუხლობრივი გადანაწილება ხდებოდა.

"ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქუჩას,  რომლის რეაბილიტაცია იქამდე დასრულდა, ვიდრე გოგი წულაიამ არ გააპროტესტა. ასათიანის ქუჩა იქამდე არ მოაწყვეთ, ვიდრე იქ წულაიამ არ ითევზავა", - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

საკრებულომ მერიის მიერ წარმოდგენილი  ანგარიში ბიუჯეტის  შესრულების შესახებ  დადებითად შეაფასა. დოკუმენტს მხარი მხოლოდ  ნატო ქათამაძემ და "ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა" გია უკლებამ არ დაუჭირა.

ქუთაისის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე 25 საკითხს განიხილავს, მათ შორის მეთერთმეტე ნომრადაა ჩანიშნული საქალაქო ტრანსპორტზე მგზავრობის ღირებულების გაზრდის საკითხი.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა