|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში საახალწლო პრემიები არ გაცემულა

საყოველთაო პრემიებს გაცემაზე ქუთაისის მერიამ უარი განაცხადა, შესაბამისად,  არც საახალწლო პრემიები გაცემულა,-განუცხადა  "ნიუპრესს" ქუთაისის მერიის პრესსამსახურმა.

მერიის პრესსამსახურის განმარტებით, ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, წელიწადზე მეტია უწყებაში საყოველთაო პრემიები არ გაცემულა. იცემა  ფულადი ჯილდო  მხოლოდ დამსახურების მიხედვით:  "გაუქმებულია წესი, როდესაც მერიის ყველა თანამშრომელი, დამსახურების მიუხედავად, კვარტალში ერთხელ პრემიის სახით ხელფასის სრული ოდენობის თანხას იღებდა.  2014 წლის თვითმმარტველობის არჩევნების შემდეგ მერიაში დაინერგა შედეგზე ორიენტირებული წახალისების სისტემა. ამ დროს ხდება თანამშრომლების მატერიალური წახალისება მხოლოდ წარმატებით შესრულებული სამუშაოსა, თუ დანერგილი სიახლისათვის. მაგალითისთვის, 2015 წლის მაისის თვეში 2 მაისობისა და 26 მაისის დღესასწაულებთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებების საუკეთესოდ ორგანიზებისა და ჩატარებისთვის ქალაქ ქუთაისის მერიის რამდენიმე თანამშრომლისთვის გამოიყენა წახალისების ფორმა - ფულადი ჯილდო“-, აცხადებენ ქუთაისის მერიაში. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა