|
  • EUR 1 = GEL 3.0017
  • USD 1 = GEL 2.4402
|

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალი ხელმძღვანელები ინიშნებიან

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალი ხელმძღვანელების წარდგენა მიმდინარეობს. 

ახალი ხელმძღვანელები უკვე დაინიშნენ სამ ადმინისტრაციულ ერთეულში. 

ქალაქ მუზეუმის ტერიტორიულ ერთეულში გაგა ბოჭორიშვილი წარადგინეს, საფიჩხიაზე ნაილი ჭელიძე, კახიანოურში ია შენგელია.

გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში  გიორგი ჭიღვარია დღეს  დათო ცაგარეიშვილს დანიშნავს.

 მერიის ინფორმაციით, ქალაქის მერი ახალ ხელმძღვანელს 12-ვე  ადმინისტრაციულ ერთეულში  წარადგენს.

ძველი ხელმძღვანელები სავარაუდოდ, პირადი განცხცადების საფუძველზე გათავისუფლდნენ. არცერთ მათგანს გათავისუფლების თაობაზე უკმაყოფილება საჯაროდ არ გამოუთქვამს. 

 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე