|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის სპორტის და კულტურის ააიპებში სწავლის საფასური გაუქმდა

ქუთაისის საკრებულომ მხარი დაუჭირა საკითხს მერიის ააიპებში სწავლის საფასურის გაუქმებასთან დაკავშირებით. მიღებული დადგენილებით, მერიის სპორტულ და კულტურულ ააიპებში სწავლის საფასური უქმედება. 

ფაქტს დადებითად აფასებს საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია, რომელმაც წინამოწვევის საკრებულოში ყოფნის დროს სწავლისთვის საფასურის შემოღებას მხარი დაუჭირა. მისი თქმით, წინა მერმა ააიპებში სწავლება ფასიანი იმიტომ გახადა, რომ ბიუჯეტს შემოსავლები სჭირდებოდა. ლატარიას თქმით, ახალი მერი გიორგი ჭიღვარიას განმარტებით, მაქსიმალურად უნდა შემცირდეს ხარჯები.

სწავლის საფასურის გაუქმებას მხარი დაუჭირა ოპოზიციამაც. „ევროპული საქართველოს“ წევრი დავით გოგისვანიძის განცხადებით, ამ საკითხს მხარს უჭერს იმიტომ, რომ ეს გადასახადი მოსწავლეებისთვის მძიმე ტვირთი იყო.

გადაწყვეტილებას მხარი  დაუჭირა ასევე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობამ", თუმცა განსხვავებული მოსაზრება აღმოაჩნდა ბესიკ ბრეგაძეს. მისი განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, შესაძლოა, დაწესებულების პედაგოგების ხელფასების შემცირება მოხდეს.

ბრეგაძის კითხვას მერიის იურისტმა ირაკლი გიორგაძემ უპასუხა. მისი თქმით, პედაგოგების ხელფასების შემცირება არ მოხდება, პირიქით, ხელფასების გაზრდა იგეგმება, რაც აისახება 2018 წლის ბიუჯეტში.

დადგენილება 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

არსებული მონაცემებით, სწავლის საფასურით ბიუჯეტში 85 893 ლარი შევიდა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა