|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალური პროგრამებისათვის ქუთაისის ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარამდე დაიხარჯა

ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაცია საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა. შეხვედრას საკრებულოს წევრები, ქუთაისის მერი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.  პრეზენტაცია მერიის სოციალური საკითხების სამსახურის უფროსმა, გია ჩიჯავაძემ  გამართა. ჩიჯავაძის განცხადებით, 2016 წელს უამრავი პროექტი განხორციელდა. სამსახური სულ 36 ათას ბენეფიციარს მოემსახურა, რომლისთვისაც 4 მილიონ ლარამდე გაიხარჯა.

2016 წელს სოციალური საკითხების სამსახურში ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების პროგრამა იყო,  რისთვისაც  207 770 ლარი გაიხარჯდა და  2141 ბენეფიციარი დაკმაყოფილდა.  ასევე მოთხოვნადი იყო ბავშვებისთვის პროფილაქტიკური გამოკვლევის  პროგრამა, რისთვისაც 17 100 ლარი გაიხარჯა.  ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, სოციალური სამსახური მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს.

"ძალიან დიდ საქმეს აკეთებს სოციალური სამსახური. ეს არის ერთ-ერთი კარგად გამართული სამსახური და დარწმუნებული ვარ სამომავლოდაც შეიმუშავებენ პროექტებს, რომლითაც სოციალურად დაუცველებს დაეხმარებიან. ზოგადად, კარგი ტრადიცია დავგეგმეთ, რომ სისტემატურად ხდება  სამსახურების საქმიანობების საჯარო განხილვა. გვაქვს დადებითი შეფასებები, უარყოფითიც და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია",- განაცხადა მურღულიამ.

ქალაქის მერმა სოციალური საცხოვრისის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, დღეს სრულდება სოციალურ საცხოვრისში დაბინავების  მსურველთა განცხადებების მიღება. ამ დროისათვის 400-მდე განცხადებაა შესული. მერის განცხადებით, უპირატესობა იმ ბენეფიციარებს მიენიჭება, რომლებსაც თავშესაფარი არ გააჩნიათ. შოთა მურღულიას განცხადებით, ასეთი ქუთაისში, შესაძლოა, 3-დან 5 ადამიანამდე იყოს.

სოციალური საკითხების სამსახურის 2016 წლის ანგარიში სრულად შეგიძლიათ ნახოთ მიმაგრებულ ბმულზე. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა