|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის მეუღლე იმერეთის გუბერნიაში დასაქმდა

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას მეუღლე იმერეთის გუბერნიაში დასაქმდა. თამთა ფოფხაძე მეუღლის ყოფილ სამსახურში თვითმმართველობის არჩევნების დროს დაინიშნა.

თამთა ფოფხაძე იმერეთის გუბერნიაში  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს.

 გუბერნიაში აცხადებენ, რომ თამთა ფოფხაძე კონკურსის წესით შეირჩა.  მან აღნიშნული თანამდებობა 16 ოქტომბერს დაიკავა.

მერის მეუღლე გასული წლის ზაფხულამდე ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში მუშაობდა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად. მან თანამდებობა გიორგი ჭიღვარიას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭიღვარია მერად არჩევამდე იმერეთის ვიცე-გუბერნატორი იყო.

თამთა ფოფხაძის გუბერნიაში დანიშვნით "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონი არ ირღვევა. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა