|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის მიერ დაანონსებული რეორგანიზაცია ოპოზიციამ გააპროტესტა

ქალაქის მერის გიორგი ჭიღვარიას მიერ დაანონსებული რეორგანიზაცია საკრებულოს სხდომაზე კამათის მიზეზი გახდა. ოპოზიციის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან მერის მიერ გაჟღერებულ მოსალოდნელ ცვლილებებს.

აღნიშნული საკითხი საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გია უკლებას განცხადებით, გაურკვეველია, თუ რას ემსახურება  რეორგანიზაცია, ამით ეკონომიურ ეფექტის მიღწევას გეგმავს მერია, თუ რა მიზანი აქვს, არ არის განმარტებული.

ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ კი რეორგანიზაციის პროექტის გადადება მოითხოვა:

"შემოვდივარ წინადადებით, ეს საკითხი გადავდოთ ვიდრე ქალაქის მერი არ წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ უნდა წარიმართოს რეორგანიზაცია, რა სამსახურები უნდა დარჩეს და რა კრიტერიუმით აპირებს თანამშრომელთა შერჩევას",-განაცხადა გიგა შუშანიამ.

უმრავლესობის წევრები რეორგანიზაცის საჭიროებას ახალი მერის მოსვლით ხსნიან.

საკრებულოს დღევანდელ სხდომას ქუთაისის მერი არ დაესწრო, თუმცა იმის შესახებ, რომ სხდომაზე დასწრებას აპირებდა, გიორგი ჭიღვარიამ რამდენიმე დღის წინ თავად განაცხადა.

"არ მეგონა, მურღულიას ქება თუ როდესმე მომიწევდა, მაგრამ მურღულია აქ მაინც მოდიოდა და თავის ინიციატივებს თვითონ გვაცნობდა, დღეს კი მივიღეთ სურათი, რომ ახლადარჩეული მერი ემალება საკრებულოს",-განაცხადა ამის შესახებ გია უკლებამ.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ განმარტა, გიორგი ჭიღვარიამ საკრებულოს სხდომაზე დასწრება იმ მიზეზის გამო ვერ შეძლო, რომ პოსტი დღეს გადაიბარა და დრო სჭირდება.

ქუთაისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე კენჭი უყარა ქუთაისის მერიაში სტრუქტურული რეორგანიზაციის დაწყების თაობაზე მერისათვის თანხმობის საკითხს. საკრებულომ  ძალადაკარგულად გამოცხადდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შესახებ არსებული განკარგულებები, ასევე ძალადაკარგულად გამოცხადდა ატესტაციის ჩატარების შესახებ და ვაკანტურ თანამდებობათა დაკავების  არსებული წესები.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა