|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის საქმიანობას გამოკითხულთა 46 % საშუალო შეფასებას აძლევს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის  NDI-ს, მიერ ჩატარებული უახლესი  კვლევის მიხედვით, ქუთაისის მერის შოთა მურღულიას საქმიანობას  დადებითად აფასებს გამოკითხულთა 18%.  გამოკითხულთა იგივე რაოდენობა  უარყოფითად აფასებს მერის საქმიანობას. უმრავლესობა  -46% კი მურღულიას  საქმიანობას საშუალო შეფასებას აძლევს. კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 15 პროცენტს.

  კითხვაზე,  ეთანხმებით თუ არა რომ თქვენი ქალაქი საცხოვრებლად უსაფრთხო ადგილია, ქუთაისში გამოკითხულთა 90 % დადებითი პასუხი გასცა, ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა გამოკითხულთა 9 %.  ასევე ქუთაისელთა 79% თვლის, რომ ეს ქალაქი კარგი ადგილია ბავშვების აღსაზრდელად. საწინააღმდეგო აზრისაა მხოლოდ 18%. 4%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება დასაქმების შესაძლებლობებს გამოკითხულთა 92 % მიიჩნევს, რომ ქუთაისი დასაქმების შესაძლებობებს არ იძლევა. განსხვავებული აზრისაა მხოლოდ 6%, 2%-ს  კითხვაზე პასუხი არ აქვს.

NDI-ს კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, არჩეულ თანამდებობის პირებს ქალაქი სწორი მიმართულებით მიჰყავს, ადგილობრივთა 72%    უარყოფითი აზრისაა, მხოლოდ 14 პროცენტი ფიქრობს, რომ ქალაქის მესვეურებს ქალაქი სწორი მიმართულებით მიყავს. თითქმის ამდენივეს-13% პასუხი არ აქვს.

კითხვაზე, რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენს უბანში გამწვანების მდგომარეობით, ქუთაისელთა 63% უარყოფითი პასუხი აქვს, 26% კმაყოფილია. 10 % კი აღნიშნავს, რომ მათ უბანში პარკი, ან ბაღი საერთოდ არ არსებობს.

სამაგიეროდ, ქუთაისს დადებითი მაჩვენებელი აქვს წყლის სისუფთავის ხარისხთან დაკავშირებით. ადგილობრივთა 73% 26%-ის წინააღმდეგ ენდობა სასმელი წყლის სისუფთავეს.

 

NDI-ს კვლევევის მიხედვით, ბოლო ერთი წლის მანძილზე, საქართველოს მოსახლეობის 47%-თვის ცხოვრების დონე არ შეცვლილა, 43%–თვის კი გაუარესდა. ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ საკითხებს შორის დასახელდა გზები, წყალმომარაგება, გაზმომარაგება და გარემოს დაბინძურება. გამოკითხულები მიიჩნევენ, რომ მათი ქალაქი/სოფელი საცხოვრებლად უსაფრთხოა (83%) და კარგი ადგილია ბავშვების გასაზრდელად (72%), თუმცა მათმა უმრავლესობამ (80%) ასევე განაცხადა, რომ არ გააჩნიათ დასაქმების ადეკვატური შესაძლებლობები. ამასთანავე, მოსახლეობის 66% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. რესპონდენტებმა თავიანთი ქალაქის/სოფლის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან შესაძლებლობებად ტურიზმი, მიწადმოქმედება, მესაქონლეობა და მსუბუქი მრეწველობა დაასახელეს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა