|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის თანაშემწედ ზაზა ლომინაძის ნათესავის დანიშვნას "მედიატორი" აპროტესტებს

"არასამთავრობო ორგანიზაცია" მედიატორი ავრცელებს ინფორმაციას, რომ 5 ოქტომბერს ქუთაისის მერის თანაშემწედ სოფიო ლომინაძე დაინიშნა.  "მედიატორის" ინფორმაციით, სოფიო ლომინაძე საკრებულოს წევრის ზაზა ლომინაძის ნათესავია, რომელიც ბაგა–ბაღების ააიპში ჩატარებულ კონკურსში ჩაიჭრა.

"სოფიო ლომინაძე კონკურსში ჩაიჭრა. საინტერესოა, რა ვალდებულება ჰქონდა შოთა მურღულიას ზაზა ლომინაძესთან, რომ მისი ნათესავი, რომელიმე თანამდებობაზე უნდა დაინიშნა", –წერს "მედიატორის" წევრი ლაშა სიბაშვილი სოციალურ ქსელში.

სოფიო ლომინაძესთან ნათესაურ კავშირს ადასტურებს ზაზა ლომინაძე, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ დანიშვნის შესახებ არაფერი იცოდა.

"დიახ, ჩვენ ნათესაური კავშირი გვაქვს, მერე რა? ქალაქში არ ვარ და არ ვიცოდი მერის თანაშემწედ თუ დაინიშნა, თქვენგან მესმის პირველად. მისალოცია ამბავია, რადგან სოფო  ძალიან კარგი გოგოა", –განაცხადა ლომინაძემ.

სოფიო ლომინაძემ მერის თანაშემწის პოსტზე ნანა ქათამაძე შეცვალა, როემლიც გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში გადავიდა სამუშაოდ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა