|
  • EUR 1 = GEL 2.8067
  • USD 1 = GEL 2.3895
|

ქუთაისის მესამე ვიცე-მერმა "ქართული ოცნების" აქტივისტები დაასაქმა

ქუთაისის მესამე ვიცე-მერმა ააიპებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან შეხვედრები დაიწყო. 

შეხვედრების შესახებ ინფორმაციას  ავრცელებს "ქართული ოცნების" ქუთაისის ოფისი. მათი ინფორმაციით, დალაქიშვილმა გუმათის დასახლებაში ორი აქტივისტი დაასაქმა.

"დღეს მეოთხე ადმინისტრაციული ერთეული მოვიარეთ, თავისი პრობლემებითა თუ წარმატებებით... მძიმე ეკონომიური მდგომარეობა აქვსო, ძალიან და თანაც უმუშევარია, ვერსად ვერ დასაქმდა ამდენი ხნის განმავლობაშიო,  მორიდებით, ჩუმად უთხრა მერის წარმომადგენელმა ბატონ გიას ერთ-ერთ ამხანაგობის თავმჯდომარეზე - ვინმე მერაბი ძაგნიძე ....ასევე ქალბატონი მანანა სილაგაძე, რომელიც წლებია აქტიური ამხანაგობის თავმჯდომარეა, ქართული ოცნების გუნდის ღირსეული გულშემატკივარი და აქტივის ნაწილიო, როგორი განათლებული, მორწმუნე ქალბატონი და დღემდე დასაქმების პრობლემა აქვსო... შ ე ხ ვ ე დ რ ი ს  დ ა ს ა ს რ უ ლ ა მ დ ე რამოდენიმე საათში უკვე ორივე მათგანს ს ა მ ს ა ხ უ რ ი  ქ ო ნ დ ა!!!!! როგორ მიხარია და მეამაყება!!!! ღირსეულად დაიწყო, ღირსეულად აგრძელებს და ზუსტად ვიცი, კარგა ხანს არ დაიღლება ხალხის სამსახურში ერთგულად ყოფნით", - წერს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი.

დალაქიშვილი მესამე ვიცე-მერად 5 ივნისს დაინიშნა, მას საბინაო სამსახურის და ააიპების კოორდინაცია დაევალა.

ოპოზიციაში მისი დანიშვნა უკვე შეაფასეს წინასაარჩევნო ნაბიჯად. მათი განცხადებით, დალაქიშვილს ჩაბარდა უწყებები, რომლებიც არჩევნებში გადამწყვეტ როლს ასრულებენ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დალაქიშვილმა მერიის  ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევა საკუთარ თავზე აიღო. გავრცელებული ინფორმაციით, მან გააჟღერა, რომ ვერცერთი კადრი მის გარეშე ვერ დაინიშნება.

ინფორმაციის გადასამაწმებლად  დავუკავშირდით მერიის პრესასმსახურს. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ვიცე-მერის პოზიციას შესაძლებლობისთანავე შემოგთავაზებთ.

ავტორი: ნიუპრესი