|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 106 მილიონი ლარი გახდა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 106 მილიონი ლარი გახდა.   საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად,  ამ დრომდე არსებულ თანხას 16 მილიონ 186 ათასი ლარი დაემატა. 

 ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის დავით ნიშნიანიძის განმარტებით, ბიუჯეტს  მთავრობის განკარგულების საფუძველზე ჩამორიცხული თანხებით გაიზარდა, 

მათ შორის ყველაზე დიდი წილი ა რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხებზე მოდის, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის გამოიყენება.  ეს თანხა შეადგენს 6 მილიონ 144 ათას ლარს. 

 ბიუჯეტის ცვლილებას "ქართული ოცნების" გარდა, მხარი გახარიას პარტიის წევრბმა დაუჭირეს.

ავტორი: ნიუპრესი