|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ

ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ. როგორც ადვოკატებმა როინ ჭეიშვილმა და ციცინო ბაბუნაშვილმა საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ისინი გამოძიების მიერ წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმებიან.

ბრალდებულების ადვოკატის როინ ჭეიშვილის თქმით, ერთ-ერთი მათგანის შოთა ჯაიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რადგან ის თვეზე მეტია შიმშილობს და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. 

"მე ვარ 4 პირის,  შოთა ჯაიანის, გიორგი კაკაბაძის,  დავით უგულავას და ომარ უგულავას ადვოკატი. ბრალდებულები აპროტესტებენ მათ წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს და შიმშილობენ. მათგან ერთი შოთა ჯაიანი ერთ თვეზე მეტია შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება.  საქმე ეხება ვალის საქმეზე დაწყებულ სიტყვიერ დაპირისპირებას, რომელიც  ხონში 2019 წლის 23 ნოემბერს მოხდა. საქმე დაიწყო 143-ე გატაცების და 181-ე გამოძალვის მუხლით", -განაცხადა ადვოკატმა როინ ჭეიშვილმა. 

ციცინო ბაბუნაშვილის განცხადებით, საქმე დარღვევებით მიმდინარეობს. მისივე თქმით,  ხონის პოლიციაში დაკავებულისაგან ჩვენების მიღება ზეწოლით და მუქარით მოხდა.

დაკავებულების ადვოკატები საქმის სწორად გამოძიებას და სასამართლოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა