|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრი 8 აპრილს მასკანის „სოფლის ღირსებას“ წარმოადგენს

ქუთაისის ოპერის თეატრი მასკანის „სოფლის ღირსებას“ წარმოადგენს.  წარმოდგენა 8 აპრილს გაიმართება. 

წარმოდგენა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა და დაწესებული რეგულაციების შესაბამისი შემზღუდავი ნორმების სრული დაცვით გაიმართება.

 პიეტრო მასკანის შედევრის, ერთმოქმედებიანი ოპერის „სოფლის ღირსების“ წარმოდგენა (დამდგმელი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი, დამდგმელი რეჟისორი მაია გაჩეჩილაძე, დამდგმელი მხატვარი თემურ არსენიძე, მხატვარ-შემსრულებელი ირაკლი სვანიძე).

“სოფლის ღირსების” შესრულებაში მონაწილეობას მიიღებენ თეატრის სოლისტები - ფერიდე ჯინჯიხაძე (სანტუცა), ბადრი ადამია (ტურიდუ), ინგა ფუტკარაძე (ლუჩია), ბაკურ კვირიკაშვილი (ალფიო), ირმა შავგულიძე (ლოლა), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე) და ორკესტრი. სპექტაკლს წარუძღვება თეატრის მთავარი დირიჟორი - რევაზ ჯავახიშვილი.

სპექტაკლი  17 საათზე დაიწყება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა