|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრი სეზონს "ქეთო და კოტეს" პრემიერით გახსნის

ქუთაისის ოპერის და ბალეტის  თეატრი 51-ე სეზონს 11 ოქტომბერს პრემიერით გახსნის.  თეატრი მსმენელის წინაშე სპექტაკლით "ქეთო და კოტე" წარსდგება.  

სპექტაკლი მოამზადა დამდგმელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის, რეჟისორ მაია გაჩეჩილაძის, მხატვარ თეო კუხიანიძის, ქორეოგრაფ ვახტანგ უშვერიძის შემადგენლობით.

საპრემიერო წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის ოპერის თეატრის გუნდი, ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი. მთავარ როლებს შეასრულებენ თეატრის სოლისტები: ბადრი ადამია (კოტე), ბაკურ კვირიკაშვილი (ლევანი), ფერიდე ჯინჯიხაძე (მარო), კალისტრატე ხარჩილავა (მაკარი), მარიკა მაჩიტიძე, სოფიო ბერიშვილი (ქეთო), ემილ ჩარგაზია (საქო), იაგო ბუხრიკიძე (სიკო), მაია ნიკოლაძე (ბარბალე), ნათია სტეფანიშვილი, ინგა ფუტკარაძე (ბაბუსი).

 პრემიერაზე ქეთოს როლს მარიკა მაჩიტიძე შეასრულებს,  ოპერის მოყვარულებს სპექტაკლის ნახვა ასევე 13 ოქტომბერს, 15:00 საათზე შეეძლებათ,  რა დროსაც მსმენელის წინაშე ქეთოს როლში სოფიო ბერიშვილი წარსდგება.

წელს ,,ქეთო და კოტეს" საიუბილეო წელია, ოპერა 100 წლის გახდა. ვიქტორ დოლიძის ოპერა  თბილისში, 1919 წელს დაიდგა. 

“ქეთო და კოტეს“ დადგმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა