|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

დღეს ქუთაისის ოპერის თეატრში საქველმოქმედო ღონისძიება მოეწყობა.  კონცერტში მონაწილეობენ: ინდირა ჯგერნაია, მიმი ჯავახიშვილი,  ელეონორა გოგოლაშვილი, ბენდი – "მუზეუმი", თორნიკე ჯანხოთელი,  სოფიო მაისურაძე,  ანსამბლი "ხარება",  გიორგი ფრუიძე, ნანა ჯიქია, ზურაბ ორმოცაძე, ჯგუფი "ვაჩუქოთ ღიმილი ერთმანეთს",  ჯგუფი "ბინდი", ქეთი ხაინდრავა, მონიკა ტუკვაძე, გიორგი ჭიალაშვილი, პაპუნა რევიშვილი.

ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით,  ღონისძიება ორ ნაწილად ჩატარდება. გაიმართება კონცერტი და აუქციონი. შემოსული თანხა 1 წლის ვივიანას სიცოცხლის გადასარჩენად ჩაირიცხება.

"ვივიანა ჯერ მხოლოდ 1 წლისაა და უკვე 6–ჯერ გადაიტანა ფილტვების ანთება. მიუხედავად უამრავი ანალიზისა და გამოკვლევისა,  ექიმები ამ დრომდე დიაგნოზს ვერ სვამენ. ამასთან ერთად, ვივიანას აქვს თანდაყოლილი კორძიანი სხეულის დისგენეზია და სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი ვერ გაივლის ვერასოდეს და ვერ შეძლებს ლაპარაკს.  საჭიროა სასწრაფოდ თურქეთში გადაყვანა და დროული პროცედურების ჩატარება. შეიტანე შენი წვლილი ვივიანას სიცოცხლის შენარჩუნებაში!"-აცხადებენ ორგანიზატორები.

კონცერტი 18 საატზე დაიწყება. 

ღონისძებაზე დასწრების ღირებულება 10 ლარი.

შემოწირულობისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტებით:
ვითიბი ბანკი
GE61VT1000002064644506
მიმღები: მარიტა (მაია) ვარძელაშვილი (ვივიანას დედა)

საქართველოს ბანკი,
პირადი ნომერი: 37001038788
მიმღები: შოთა ქვირია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა