|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„წარმატება პოზიციური აზროვნებით იწყება“ -ქუთაისის ქალთა კლუბმა რამაზ გიგაურს უმასპინძლა

„წარმატება პოზიციური აზროვნებით იწყება“ - პოზიტიური აზროვნების ტრენერის რამაზ გიგაურის საჯარო ლექცია  ლადო მესხიშვილის სახელობის  თეატრის მცირე სცენაზე გაიმართა.   ქართველ ასტროლოგსა და ეზოთერიკოსს, რამდენიმე წიგნის ავტორს ქუთაისის ქალთა კლუბმა უმასპინძლა.  

შეხვედრა 18 იანვარს გაიმართა. ქალთა კლუბის პრეზიდენტის მაკა ხეცურიანის განცხადებით, ლექციაზე  დასწრება  თავისუფალ მსმენელებსაც შეეძლოთ. მისი თქმით, მიღებული ინფორმაცია ქალებს და არა მხოლოდ მათ, წარმატების მიღწევაში მნიშვნელოვნად  დაეხმარებათ.  
საღამოს ინიციატორი და მასპინძელი ამერიკაში მცხოვრები "ქალთა კლუბელი" თამარ გამრეკლიძეა, რომელმაც  თანაქალაქელებს საჩუქარი გაუკეთა.

ავტორი: ნიუპრესი