|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ქალთა კლუბმა" ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადა

 ქუთაისელმა ქალბატონებმა  ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს. "ქალთა კლუბის" წევრების განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ძალადობის წინააღმდეგ. საქმე ეხება 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებისას, ქუთაისის 90-ე უბანზე მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. შემთხვევის დროს დაზიანდა ტექნიკა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  სს კოდექსის   გამოძიება სს კოდექსის 187-ე  მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ჟურნალისტებმა საქმის დროული გამოძიების მოთხოვნით აქციები გამართეს, თუმცა ამ დრომდე ძიებას დამნაშავეები არ გამოუვლენია.

 კლუბის პრეზიდენტის მაკა ხეცურიანის განცხადებით, „ქალთა კლუბი“  სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტებს: „უკვე 2 კვირა გავიდა გამოძიება კი ერთ ადგილზეა გაჩერებული.  რატომღაც სამოქალაქო საზოგადოება დუმს. ვალდებულად ჩავთვალეთ,  სოლიდარობა გამოგვეხატა მასმედიისათვის, ჩვენი მკაფიო პოზიცია დაგვეიფიქსირებინა ამ ძალადობის მიმართ...კიდევ ერთხელ შევახსნეთ საზოგადოებას, რომ უნდა ვავერთიანდეთ და ყველამ უნდა ავიმაღლოთ ხმა“, -აღნიშნა მაკა ხეცურიანმა.

ავტორი: ირინა მაკარიძე