|
  • EUR 1 = GEL 3.1082
  • USD 1 = GEL 2.5429
|

ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში ახალი ნაძვის ხე განთავსდება

 ქალაქის რეაბილირიტებულ უბანში დღეს განთავსებულ ნაძვის ხესთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქციას ქუთაისის მერია გამოეხმაურა. მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ადგილზე ახალი ნაძვის ხე განთავსდება, რომლის სიმაღლეც 7 მეტრია.

"ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში რამდენიმე დღეში ახალი ნაძვის ხე დაიდგმება, რომლის მოსამზადებელი სამონტაჟო სამუშაოები უკვე დაწყებულია და რამდენიმე დღეში ცისფერყანწელთა ქუჩაზე სწორედ ასეთი ნაძვის ხე განთავსდება. ახალი ნაძვის ხის სიმაღლე 7 მეტრია",-ნათქვამია მერიის განცხადებაში, სადაც საახლწლო სამზადისთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზეც ვკითხულობთ. მერიის ინფორმაციით, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია 2 კვირაა, რაც მუშაობას შეუდგა და საგანგებო სიტუაციაში დაჩქარებული წესით მოხერხდა ახალი განათებების შეძენა.

ქალაქში საახალწლო ნაძვის ხე  25 დეკემბრისთვის აინთება.

ავტორი: ნიუპრესი