|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"უტყუარი განაჩენი გამოიტანეთ და ჩვენ არ გავასაჩივრებთ"- ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაკავებული ექიმის ირაკლი მერკვილაძის საქმის  დღევანდელი განხილვა დასრულდა.  სხდომაზე დაცვის მხარის ადვოკატმა შესავალი სიტყვა წაიკითხა.

ზაზა ხაჟალიამ იმ გარემოებებსა და უზუსტობაზე ისაუბრა, რაც საქმეში დევს. ხაჟალიას თქმით, ბრალდების მხარის დასკვნაში გარკვეული უზუსტობებია, რაც განაჩენის გარშემო ეჭვებს აჩენს.

"დღეს დაცვის მხარმ დააყენა შუამდგომლობები. ჩემი მხრიდან, რასაც ვიტყვი, იქნება ის, რომ კარგი იქნებოდა საქმე ყოფილიყო კოლეგიალური, მაგრამ ასე გადაწყდა, რომ ერთ მოსამართლეს განეხილა. რაც შეეხება თავად საკითხს, დღეს საუბარი იყო დასკვნებზე, რად დევს საქმეში. ბრალდების მხარის დასკვნებში ვკითხულობთ, რომ ექსპერტების მიერ არ მოხდა ყველა ორგანოს გაკვეთა და შესწავლა. მათი თქმით, რაც მათ საჭიროდ ჩათვალეს, ის ორგანოები შეისწავლეს მხოლოდ, რაც არასწორია.

ასევე მათი დასკვნით, თრომბოემბოლია განვითარდა, რომელიც წამოვიდა სხვა ორგანოდან და გაიჭედა. სპეციალისტების მტკიცებით, ყველაფრის გაკეთების შემთხვევაშიც თრომბოემბოლიის გამორიცხვა შეუძლებელი იყო, რაც არ ადასტურებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ ირაკლი მერკვილაძემ არასათანადო მკურნალობა ჩაატარა.  ბრალდების მხარე ედავება მერკვილაძეს იმის გამო, რომ მასთან მისული პაციენტი არ დააწვინა რეანიმაციულ განყოფილებაში, რადგან პაციენი იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, რაც არ დასტურება.  ირაკლი მერკვილაძის და სასწრაფო დახმარების ექიმის თქმით, პაციენტი შეფასდა, როგორც საშუალო სირთულის, რომელმაც საავადმყოფო თვითნებურად დატოვა. თუ ის იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, რატომ დატოვა საავადმყოფო თავისი ფეხით, ისე რომ არ დაელოდა ექიმს? ამით გამოირიცხება პაციენტის კრიტიკული მდგომარეობა. პაციენტი ოთხჯერ იძახებს სასწრაფოს და არ მიყვება საავადმყოფოში, მხოლოდ მეოთხე ვიზიტზე წავიდა", -განაცხადა ზაზა ხაჟალიამ.

ადვოკატმა სიტყვით გამოსვლის დროს მოსამართლეს მიმართა დადგეს უტყუარი განაჩენი, თუნდაც გამამტყუნებელი, ოღონდაც ეს იყოს დადასტურებული.

"ირაკლი მერკვილაძე მზადაა, იბრძოლოს ბოლომდე და ბოლომდე მიყვეს ამ საქმეს, ის მოიხდის სასჯელს და არც გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას, თუ ეს იქნება დადასტურებული. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ მერკვილაძე არის დამნაშავე, დაამტკიცონ მაშინ, უტყუარი განაჩენი გამოიტანეთ და ჩვენ არც გავასაჩივრებთ ამას, წინააღმდეგ ჩემთხვევაში ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ"-განაცხადა ზაზა ხაჟალიამ. მისი თქმით, საქმეში არსებული გარემოებების გამო წარმოუდგენელია სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს.

სასამართლო პროცესზე შესავალი სიტყვის თქმა ვერ მოასწრეს დაცვის მხარის მეორე ადვოკატმა და მსჯავრდებულმა, ასევე ვერც პროკურორმა. შემდეგიო სხდომა 11 მაისს გაიმართება. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა