|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კვირიკაშვილის უდანაშაულობის შესახებ ბრალდების მხარემ გაასაჩივრა. მომდევნო სხდომა 6 ნოემბერს არის ჩანიშნული.

როგორც კვირიკაშვილის ადვოკატი აცხადებს, სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვას წაიკითხავენ, შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადეს.

მერაბ კვირიკაშვილის პროცესი პირველ ინსტანციაში 24 მაისს დასრულდა. მოსამართლემ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დაახლოებით 4 წელი მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი, მათ შორის კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი