|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულომ დროებითი სამუშაო ჯგუფი ხმაურის ფონზე დაამტკიცა

 ქუთაისის საკრებულომ "თვითმმართველობის მიერ 2006–2015 წლებში მიწის ნაკვეთებისა და შენობა–ნაგებობების გასხვისების კანონიერების შემსწავლელი დროებითი კომისიის"  შემადგენლობა დაამტკიცა. ჯგუფში უმრავლესობის წევრები გურამ ტოროშელიძე, ნიკოლოზ ლატარია, სამსონ გუგავა, გელა გაბადაძე და ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გია უკლება გაერთიანდნენ. კომისიის მუშობაში  მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ვიქტორ დოლიძემ და ლელა ქელბაქიანმა.  ჯგუფს ფრაქცია "ქართული ოცნების"  თავმჯდომარე გია ქობალიანი უხელმძღვანელებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, სამუშაო ჯგუფის შესახენ განცახადება გააკეტა ნატო ქათამაძემ.  მისი თქმით, გია ქობალიანი  ამ საქმეს  ჯეროვნად ვერ შეასრულებს, ამასთან  ჯგუფის შექმნის იედა მას ეკუთვნის და  ის წევრთა შემადგენლობაშიც კი ვერ მოხვდა. მან ასევე კომენტარი გააკეთა ლელა  ქელბაქიანის გადაწყვეტილების  შესახებ. მის თქმით,  ქელბაქიანი სწორად მოიქცა, უარი რომ თქვა, რადგან ის საკრებულოს სხდომებზე ისედაც არ  დადის. ქათამაძეს შენიშვნა ჰქონდა ჯგუფის  სხვა წევრებთანაც. მისივე თქმით, ტოროშელიძე თავიდან აცხადებდა, რომ გამოსაძიებელი არაფერი იყო, ლატარია კი დაინტერესებული მხარეა. 

კოლეგების უფლებების დაცვა მოითხოვა საკრებულოს თავმჯდომარემ. დავით დვალის განცხადებით, არ არის სწორი დეპუტატების ლანძღვა, რომლებიც სხდომაზე არ არიან და თავს ვერ დაიცავენ. ქათამაძეს არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო უსაყვედურა გურამ ტოროშელიძემაც. მისი თქმით, მას არასოდეს უთქვას,  რომ ჯგუფი არ უნდა შექმნილიყო. ტოროშელიძეს შენიშვნა ჰქონდა ქათამაძისათის საკრებულოს სხომაზე დროის დათმობის გამო. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლოზ ლატარიამ კი ქათამაძეს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

საკრებულომ კომისიის შემაადგენლობა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. კენჭისყრაქში მონაწილეობაზე უარი ნატო ქათამაძემ და მისმა თანაპარტიელმა, "რესპუბლიკელმა"  რობიზონ წინკალაძემ და ასევე "ნაციონალმა"  დეპუტატმა ბესიკ ბრეგაძემ განაცხადეს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა