|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისს სტრატეგიული განვითარების გეგმა აქვს

ქუთაისის საკრებულომ მერიის მიერ წარმოდგენილი ქალაქის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიული გეგმა- "2021" დაამტკიცა. საკითხის განხილვას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. პროექტი მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა წარმოადგინა.

საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობა ქალაქის განვითარების გეგმას იწონებს. საკრებულოს გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ნატო ქათამაძის განცხადებით კი, რომელიც ამავე დროს ქუთაისის # 48 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, ქალაქის განვითარების კონცეფციასთან დაკავშირებული საკითხები ორი წლის წინ მან გააჟღერა, რაზეც ქალაქის მერმა იხუმრა, რომ "ნატოს იდეებს პარავენ". სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ  შოთა მურღულიამ საზოგადოებას ბოდიში იმის გამო მოუხადა, რომ ადგილობრივ არჩევნებში ნატო ქათამაძესთან ერთად იღებდა  მონაწილეობას.

ქალაქის განვითარების გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნა გამოთქვა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ამირან ძოწენიძემ. მისი განცხადებით, ქალაქის განვითარების კონცეფციას როდესაც ვიღებთ, მთავარია ქალაქის სტატუსის განსაზღვრა და ასევე ის, რომ ცენტრალური სტრუქტურები ქალაქს არ ტოვებდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გეგმის განხილვისათვის 100 სხდომა გაიმართა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა